კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ძველი ფოტოს მოყვარულებს - კინოს მოღვაწეებს, ფოტოგრაფებს, მხატვრებს, მწერლებს.
ასოციაცია სწავლობს სხვადასხვა სახის მასალებს რეგიონში ფოტოგრაფიის განვითარების ისტორიული სურათის შესაქმნელად, იკვლევს მათ შორის საარქივო დოკუმენტებს, სახ. დაწესებულებებისა და კერძო არქივების ფოტოკოლექციებს. ასოციაცია აგროვებს ძველ ფოტოსურათებს და ცდილობს მათ იდენტიფიცირებას.
ასოციაცია მონაწილეობს ძველი ფოტოს გამოფენებში. 2000 წელს ასოციაციამ მიიღო ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” გრანტი ინტერნეტში ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმის შესაქმნელად.
პროექტის ავტორები და შემსრდლებლები:
გიორგი გერსამია - (ავტორი), დამდგმელი კინოოპერატორი; ასოციაციის პრეზიდენტი.
თენგიზ მირზაშვილი - მხატვარი.
ოთარ ვეფხვაძე - მხატვარი.
ბექა გერსამია - Webmaster.
მუზეუმის შექმნისას გამოყენებულია შემდეგი ორგანიზაციების მასალები:
1) სახელმწიფო კინო-ფოტო არქივი.
2) ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელ. მუზეუმი.
3) გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის სახელ. მუზეუმი.
4) ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
5) კ. კეკელიძის სახელოხის ხელნაწერთა ინსტიტუტი
6) ქ. თბილისის მუზეუმი.
7) ი. გრიშაშვილის მუზეუმი-ბიბლიოთეკა.
8) კულტურის ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია.
9) სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკა.
10) მეაბრეშუმეობის მუზეუმი.
კერძო კოლექციები და ოჯარური არქივები.
ეს პროექტი შესრულდა ფონდ
”ღია საზოგადოება - საქართველო”-ს გრანტის დახმარებით
|