იოსებ ანდრონიკაშვილი

1855-1940

1881 წ. დაამთავრა საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტი პეტერბურგში. იქვე შეისწავლა ფოტოგრაფია.

ი. ანდრონიკაშვილი გამოჩენილი ინჟინერ-მშენებელი იყო, რომელმაც საქართველოში მრავალი გზა გაიყვანა. ის იყო კახეთის რკინიგზის გაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი და მშენებელი.

ნიჭიერი მუსიკოსი, რუსული სამუსიკო საზოგადოების ტფილისის განყოფილების დირექციის წევრი ის მონაწილეობას იღებდა 1889 წ. აპრილში პეტრე ჩაიკოვსკის ჩამოსვლასთან გამართულ ღონისძიებებში და გადაიღო ყველა საინტერესო მომენტი. ეს ფოტოსურათები ინახება კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში ქ. კლინში.

გიორგი გერსამია


მოყვარულ-ფოტოგრაფები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია