საქართველო, 1930-იანი წლები, დღესასწაულები

1930 წელს ჟურნალმა “საბჭოთა ფოტო” მიმართა ფოტოგრაფიის ყველა მოღვაწეს: “ხუთწლედის ახალი წლის შესახვედრად! ასპროცენტიანი მობილიზაცია ძალებისა და საშუალებებისა, რომლებიც გააჩნია საბჭოთა ფოტომოძრაობას ხუთწლედის სამსახურში! ასეთი და მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს ძლევამოსილი სოციალიზმის მშენებელი ქვეყნის ფოტოგრაფების დღევანდელი ლოზუნგი”.

ფოტოხელოვნება მოხმობილი იყო სოციალისტური იდეოლოგიის სამსახურში. იქმნებოდა სოციალისტური გარდაქმნების მსვლელობაში მიმდინარე ძირეული ცვლილებების ეპოქის ფოტომატიანე.

1933 წ. შეიქმნა “საქართველოს ფოტო”, რომელშიც გაერთიანდნენ საუკეთესო ფოტოგრაფები. “საქართველოს ფოტო” აქტიურ მონაწილეობას იღებდა სრულიად საკავშირო და საერთაშორისო კონკურსებში. “პრავდა”-ში ცნობილი სტატიის შემდეგ , 1936 წელს დაიწყო ბრძოლა ფორმალიზმთან, ნატურალიზმთან და ბურჟუაზიულ გადმონაშთებთან ხელოვნებაში. იმავე წლის დეკემბერში პირველ რესპუბლიკურ ფოტოგამოფენაზე თბილისში შეიძლებოდა გენახათ სოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებულთა და კოლმეურნე ქალების, ინტელიგენციის წარმომადგენელთა, ინდუსტრიის გიგანტების პეიზაჟების ფოტოსურათები.

1932 წელს ქ. მოსკოვში ჩატარდა კონკურსი “საოქტომბრო დღესასწაული”, რომელსაც უნდა ეჩვენებინა სსსრ-ში სოციალიზმის მიღწევები. ერთერთი პრემია მიიღო ქართველმა ფოტოგრაფმა მესხმა ფოტოსურათისთვის “კოლმეურნეები დემონსტრაციაზე”.

გიორგი გერსამია

ფოტოსურათები ინახება საქართველოს სახელმწიფო კინოფოტო არქივში.


მთავარი მენიუ

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია