ბარბარე დადიანი

1903-1999

ნიკოლოზ დადიანის ოჯახურ ალბომებში ინახებოდა მრავალი ფოტოსურათები. 1921 წლიდან მის ქალიშვილს ბარბარე დადიანს ხვდა წილად ყოფილიყო ამ ოჯახური რელიკვიების მფარველი. საქართველოს გასაბჭოების გამო პარიზში ემიგრაციის შემდეგ მეუღლე ალექსი მასხარაშვილთან ერთად დაბრუნდა თბილისში. მეუღლე რეპრესირებული იქნა, ხოლო ბარბარე დადიანი გადაასახლეს შუა აზიაში. დიდი ძალისხმევის ფასად მოახერხა მან მრავალრიცხოვანი ფოტოსურათების გადამალვა და უკან უვნებლად ჩამოტანა.

დაინგრა ის ტოტალიტარული სისტემა, ის სახელმწიფოც უკვე აღარ არსებობს, სამწუხაროდ, აღარ არის ბარბარე დადიანიც, მაგრამ ფოტოებზე შემორჩენილი სახეთა უწყვეტი მწკრივი დღემდე იწვევს მნახველში ამაღლებულ ზემოქმედებას.

ბარბარე დადიანმა მოაწყო ფოტოსურათების გამოფენები თბილისში და პარიზში, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

გიორგი გერსამია


კოლექციები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია