ალექსანდრე ენგელი

1848-1918

1890 წლის დეკემბერში ალექსანდრე ენგელმა გახსნა ფოტოგრაფიული ატელიე თფილისში. მანამდე იგი, ცნობილი როგორც პეიზაჟების გადაღების ოსტატი, მუშაობდა შუა აზიასა და ჩრდილო კავკასიაში. 1879 წ. მას მიღებული ჰქონდა პეტერბურგის გეოგრაფიული საზოგადოების ვერცხლის მედალი, ხოლო 1881 წ. ვენეციაში გეოგრაფების საერთაშორისო ყრილობის დიპლომი. 1879 წ. ა. ენგელი არჩეული იყო რუსული საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წევრად. იყო ავტორი ალბომისა “კასპიისპირეთის რკინიგზები”. 1895 წ. გახსნა ფოტოლიტოგრაფიული სახელოსნო. 1896 წლიდან მუშაობდა ფოტოგრაფად ამიერკავკასიის რკინიგზაზე.

დაიკარგა შუა აზიაში 1918 წ.წ. სამოქალაქო ომის დროს.

გიორგი გერსამია


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია