იგორ გილგენდორფი

1912–1999

იგორ გილგენდორფი კულტურის ძეგლთა ფიქსაციის და სამუზეუმო გადაღების სპეციალისტი იყო.

1927 წ. გილგენდორფის ოჯახი გადმოსახლდა თბილისში როსტოვიდან. მისი ინტერესები ჩამოყალიბება განაპირობა არქიტექტორ მიხეილ კალაშნიკოვთან, ხელოვნებადმცოდნე დიმიტრი გორდეევთან, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძესთან ურთიერთობამ. 1939 წ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოს ფოტოგრაფიულ განყოფილებაში. მონაწილეობას იღებდა გიორგი ჩუბინაშვილის და შალვა ამირანაშვილის ექსპედიციებში. 1957 წ. ი. გილგენდორფი მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში. 1967 წ., ლენინგრადში ყოფნის შემდეგ, სადაც გაეცნო ხელოვნების ნაწარმოებთა გამოკლევის თანამედროვე მეთოდებს, მან ჩაიფიქრა მათი გამოყენება ფრესკების გამოსაკვლებად. რამდენიმე წელი დასჭირდა აღჭურვილობის კონსტრუირებას და დამზადებას. რთული მეთოდები მოიცავდა ფოტოგადაღებებს არეკლილ ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებში, ულტრაიისფერ ლუმინისცენციას და რენტგენოემისიოგრაფიას. გამოკვლეულ იქნა ფრესკული გამოსახულებები ატენში, ზარზმაში, აჭში, სორში, ალავერდში. მრავალი წელი დასჭირდა თამარ მეფის პორტრეტების გამოკვლევას ვარძიაში, ბერთუბანში, ყინწვისში და ბეთანიაში. მიღებული საინტერესო შედეგები შემდგომში გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალებში და გამოცემებში.

ი. გილგენდორფის მუშაობის მეთოდებმა, რომლებიც იშვიათად გვხვდება მსოფლიო პრაქტიკაში, სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გიორგი გერსამია


ფოტო გალერეა

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია