დავით გურამიშვილი

1857-1926

თბილისის გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდექ 1873 წელს, დ. გურამიშვილი გაემგზავრა პარიზში განათლების გასაღრმავებლად. დაბრუნების შემდეგ მუშაობდა პრესაში “ფალანგასა” და “ობზორში”, სადაც ათავსებდა ჩანახატებს ნატურიდან და კარიკატურებს, გატაცებული იყო თეატრით, შეირთო კიდეც ცოლად მომღერალი კლარა ტიტელი. მეგობრობდა გიგო გაბაშვილთან, ახლოს იცნობდა გამოჩენილ მხატვარს, “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორს მიხაი ზიჩის.

მისი რჩევით 1886 წ. დ. გურამიშვილი შევიდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. სწორედ იქ გაიტაცა ფოტოგრაფიამ, იღებდა ფოტოგრაფიულ ეტიუდებს მომავალი ფერწერული ტილოებისთვის, აკვირდებოდა და იღებდა ქალაქის მკვიდრებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ აპარატს და აგრძელებენ თავის საქმიანობას. ეს ფოტოსურათები, გადაღებული XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ინახება თბილისში ქალბატონ როენა ყენიასთან.


მოყვარულ-ფოტოგრაფები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია