ა. ივანიცკი და ი. ნოსტიცი

გასული საუკუნის შუა წლებში ფრანგული ფოტოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ტფილისში მომსახურე ალექსანდრე ივანიცკი და გრაფი ივანე ნოსტიცი.

1857 წელს კავკასიაში სამთო სამსახურის მმართველი პოლკოვნიკი ა. ივანიცკი მივლენილი იქნა მეტად მნიშვნელოვანი დავალებით პარიზსა და ლონდონში. მთავარსარდალმა ა. ბარიატინსკიმ დაავალა მას სამხედრო ფოტოგრაფიული დაწესებულების დაარსება კავკასიის არმიის მთავარ შტაბთან.

ორგანიზაციულ სამუშაოს რამდენიმე წელი დასჭირდა და 1863წ. ამ ფოტოგრაფიულმა დაწესებულებამ დაიწყო ფუნქციონირება. სამხედრო ფოტოგრაფებმა დიდი როლი შეასრულეს კავკასიაში პროფესიული ფოტოგრაფიის განვითარებაში.

ი. ნოსტიცმა ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო 1839წ. პეტერბურგში კადეტთა კორპუსში. მსახურობდა ტფილისში, შემდეგ მეთაურობდა დაღესტანში ნიჯეგოროდის პოლკს. სწორედ აქ მიიღო მან თავის ბინაში გამოჩენილი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელიც 1858წ. მოგზაურობდა კავკასიაში.

1859წ. 25 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა აიღეს შამილის უკანასკნელი დასაყრდენი აული ღუნიბი და ტყვედ აიყვანეს იმამი. შამილის სურათი შვილთან ერთად გადაღებული იყო ი. ნოსტიცის მიერ ჩირ – იურტში 1859 წლის 4 სექტემბერს.

ა. ივანიცკის ფოტოები ინახება საქართველოს კინოფოტოფონო არქივში, ხოლო ი. ნოსტიცის -- საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია