დავით კაკაბაძე

1889-1952

დიდი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე ადრე გაიტაცა ფოტოგრაფიამ. ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა ყმაწვილი, აღმზდელად მუშაობდა მოყვარული ფოტოგრაფი ა. ლაბენსკი, რომელიც იბეჭდებოდა რუსეთის ფოტოგრაფიულ ჟურნალებში და პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე თფილისში 1897 წ. ქების სიგელიც დაიმსახურა.

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ სწავლის პერიოდს ემთხვევა პირველი ფოტოსურათები, რომელზედაც გამოსახულია თითონ დავით კაკაბაძე-გიმნაზისტი, ასევე თანასოფლელთა პორტრეტები და ჯგუფები.

მას შემდეგ დავით კაკაბაძეს ფოტოაპარატი არ მოუშორებია. ის შესანიშნავად იღებდა ფოტოსურათებს, გამოიგონა სტერეოსკოპული კინოს სისტემა.

დავით კაკაბაძის ფოტოსურათებს შორის ბრწყინავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურული ძეგლებისა და ეთნოგრაფიული სურათების სერიები.


კოლექციები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია