ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია

ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის სპეციალიზირებული ექსპერიმენტული ლაბორატორი დაარსდა 1973 წ. მისი შექმნის ინიციატორი და სამეცნიერო კონსულტანტი იყო გამოჩენილი მხატვარი სერგო ქობულაძე, რომლის ინტერესების სფერო უძველესი ქართული ხელოვნების მეცნიერულ-თეორიული კვლევისა (დინამიური პროპორციები) და ძეგლთა დაცვის პრობლემებსაც მოიცავდა.

ლაბორატორიის მიზნების განხორციელება მოითხოვდა შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას.

ლაბორატორიის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ოთარ ქობალიანმა (1927-99) აღჭურვა ლაბორატორია აუცილებელი გადამღები აპარატურით. (“ლინჰოფ-ტექნიკა”, 9X12 და 13X18 სმ.) ფრესკების გადასაღებად კონსტრუირებული იქნა ასაწყობი ხარაჩოები, რომლებიც აღწევდნენ ეკლესიების გუმბათს. ფირი KODAK EKTACHROME 6117, 6118 და ზუსტი დამუშავება უზრუნველყოფდნენ მაღალი ხარისხის სლაიდების მიღებას.

გადაღებას აწარმოებდნენ სხვადასხვა დროს: ოთარ ქობალიანი, ოთარ ცქვიტინიძე, გიორგი გერსამია, ლევან პაატაშვილი, იური სემენკოვი, გიორგი ხამაშურიძე, გენო ჩირაძე, საბა დემეტრაშვილი და შალვა ლეჟავა.

გადაღებული იქნა ქართული კულტურის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ფერად სლაიდებზე და შავ/თეთრ ნეგატივებზე დაფიქსირებულია უძველესი ხუროთმოძღვრების, ფრესკული მოხატულობის, ოქრომჭედლობის, ხატწერისა და ჭედურობისა, ტიხრული მინანქრის, ცალკეული მუზეუმების და არქეოლოგიური ექსპედიციების ექსპონატთა, ხალხური შემოქმედების კოლექციების, თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები.

ლაბორატორიაში დამზადებული სლაიდები გამოყენებული იქნა სხვადასხვა გამომცემლობების მიერ, მათ შორის საზღვარგარეთაც, ალბომების და წიგნების გამოცემისათვის.

ახლო მომავალში “კულტურული მემკვიდრეობის ფონდის” ხელშეწყობით მოხდება ლაბორატორიის კომპიუტერიზაცია.

დაარსების დღიდან ლაბორატორიის მუშაობის ორგანიზატორია მისი დირექტორი ქ-ნი ლია წილოსანი.

მარინა ფანცხავა

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 39. ტელ. 39-28-39.


კოლექციები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია