დავით სარაჯიშვილი

1848-1911

პირველი კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დ. სარაჯიშვილი შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლას აგრძელებს გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელსაც ამთავრებს 1871წ. ქიმიის მეცნიერების დოქტორის ხარისხით. სამი წლის განმავლობაში სწავლობს სოფლის მეურნეობას. 1878-79 წლებში საფრანგეთში სპეციალდება მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.

1888წ. იწყებს პირველად საქართველოში კონიაკის წარმოებას. მისი ფირმის პროდუქცია მრავალჯერ აღინიშნა ჯილდოებით სხვადასხვა გამოფენებზე.

დ. სარაჯიშვილმა თავის საწარმოში შეიტანა სოციალური სიახლეები: გახსნა ურთიერთ დამხმარე სალარო, საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა, შემოიღო რვა საათიანი სამუშაო დღე და მუშათა დაზღვევა.

დ. სარაჯიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას ხშირად მიმართავდნენ ფინანსური დახმარებისათვის თეატრის, მუზეუმების, საგამომცემლო საქმიანობისათვის, უნივერსიტეტის მშენებლობის, სტუდენტების სტიპენდიების თაობაზე. მის ხელშეწყობით რუსეთში და საზღვარგარეთ სწავლობდნენ კომპოზიტორები დ. არაყიშვილი, მ. ბალანჩივაძე, ი. კარგარეთელი, მხატვრები გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სკულპტორი იაკობ ნიკოლაძე, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი და სხ.

შერჩეული ფოტოსურათები ნაწილობრივ ასახავენ ამ შესანიშნავი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებას.

გიორგი გერსამია


ოჯახური ალბომები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია