დოკუმენტური ფილმების სტუდია “სეპია” შეიქმნა 1993 წელს.
1998 წელს ამავე სტუდიის ბაზაზე დაარსდა საქართველოში პირველი პროფესიული ფოტოსკოლა.
სტუდიისა და ფოტოსკოლის დამფუძნებლები არიან: ხელოვნებათმცოდნე, კინოოპერატორი და ფოტოგრაფი დავით ცხადაძე და ფოტოგრაფი ბესო მაცაბერიძე, დირექტორი - გიორგი ცხადაძე.
ფოტოგრაფიის შესწავლის პროცესი დაყოფილია სამ საფეხურად:
1. ფოტოგადაღების საფუძვლები (ექსპოზიცია-ფოტოკომპოზიცია), ფოტოგრაფიის ისტორია, ხელოვნების ისტორია;
2. ფოტოქიმიური პროცესები, ოპტიკა, სენსიტომეტრიის საფუძვლები, ფოტოსა და ხელოვნების ისტორია;
3. მასტერკლასი: სტუდიური გადაღება შავ-თეთრ და ფერად ფირებზე, ფერადი ფოტოქიმიური პროცესები, დოკუმენტური ფოტოგრაფია, სპორტული ფოტოგრაფია, ფოტოგამოსახულების დიგიტალური დამუშავება;
ყოველი ეტაპის დამთავრების შემდეგ სტუდიაში ეწყობა გამოფენა სწავლის შედეგების შესამოწმებლად.
მოსწავლეთა ქვედა ასაკობრივი ზღვარია 15 წელი.
საქართველოში ფოტოგრაფიისადმი სულ უფრო მზარდმა ინტერესმა განაპირობა ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს, გარკვეული პროფესიის მქონე საშუალო ასაკის სტუდენტები შეადგენენ. მათი ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ არა მხოლოდ შემეცნებითია. გარკვეულმა ნაწილმა პროფესიის შეცვლა და ფოტოგრაფიით სერიოზული დაკავება გადაწყვიტა.
წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია 1999-2000 სასწავლო წლის განმავლობაში.
ფოტოაპარატი NIKON, ფირი KODAK, SVEMA. სურათების ზომა 24 x 30
|