დიმიტრი შევარდნაძემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქართული საზოგადოების კულტურის ინტერესებს. 1907-14წწ სწავლობდა მიუნხენის აკადემიაში, სადაც იღებდა ჭიათურის მანგანუმის საზოგადოების სტიპენდიას. სწორედ აქ დაიწყო ფოტოგრაფირება და მძიმე დღეებში რეტუშორადაც კი მუშაობდა ერთ-ერთ ფოტოსახელოსნოში.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ენერგიული ახალგაზრდას თაოსნობით ბევრი რამ გაკეთდა. მათ შორის: ჩამოყალიბდა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1916 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში მოეწყო ძველი ქართული საეკლესიო ფრესკების გამოფენა; 1917 წელს მოეწყო ექსპედიცია თურქეთის საქართველოში ე. თაყაიშვილის ხელმძღვანელობით; 1920 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნული გალერეა; 1922 წელს დაარსდა სამხატვრო აკადემია, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; 1929 წელს გააფორმა ოპერა “აბესალომ და ეთერი” ქართული ფრესკების სტილში, ასევე დადგმები “ვინ არის დამნაშავე”, “ჯანყი გურიაში”, ქართულ კინომატოგრაფიაში ფილმი “ელისო”. იგი არის ორიგინალური ქართული შრიფტის, საფოსტო მარკებისა და ფულის ნიშნების, უნივერსიტეტის გერბის ავტორი.
1937 წელს დ. შევარდნაძე იყო რეპრესირებული. მისი არქივის გადარჩენა შეძლეს უახლოესმა მეგობარმა მხატვრებმა ქეთი მაღალაშვილმა და მამილაშვილმა ქეთევან ჭელიძემ. შემორჩენილია დ. შევარდნაძის მიერ გერმანიასა და საქართველოში გადაღებული 100-მდე ნეგატივი.
დ. შევარდნაძის ფოტოები ინახება ქეთევან ყიფშიძესთან
|