სათამაშო სტრობოსკოპმა და საშობაო საჩუქარმა ჯადოსნურმა ლამპამ განაპირობეს ფ. ვენცელის მთელი ცხოვრების მანძილზე ფოტოგრაფიისადმი სიყვარული.
დაიბადა 1877 წ. ბერლინში. თავისი პირველი კამერა-ობსკურა 10 წლის ფსფკში თითონვე გააკეთა. ფოტოგრაფიის საიდუმლოს ეზიარა ბნელ ოთახში კიბის ქვეშ, სადაც მიიღო პირველი ანაბეჭდები. “ჩემი უდიდესი სურვილი იყო გავმხდარიყავი კარგი მოყვარული ფოტოგრაფი” – წერდა ფ. ვენცელი თავის წიგნში “ფოტოქიმიკოსის მემუარები”. “მას შემდეგ რაც მე კარგად შევისწავლე ტექნიკური მხარე, სულ უფრო და უფრო დავინტერესდი ფოტოგრაფიის მხატვრული ასპექტებით”.
1908 წ. იგი სწავლობდა ბერლინში უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში ქიმიას და ოპტიკას ისეთ ცნობილ ფოტოგრაფიის პიონერებთან, როგორიც იყვნენ პროფ. ჰერმან ფოგელი და ადოლფ მიეტი. ფ. ვენცელი გახდა ქიმიის და ტექნიკის დოქტორი.
ამ წლებში (1906-1910) ის მოგზაურობდა ბალკანეთის ქვეყნებში. მის მიერ გადაღებული ფოტოგრაფიები ასახავენ იმდროინდელი ბაკკანეთის ცხოვრებას და წარმოადგენენ დიდი მნიშვნელობის დოკუმენტს ბალკანეთის ისტორიისათვის, როცა მუსლიმანები, ორთოდოქსი და კათოლიკე ქრისტიანების ცხოვრება აქ მშვიდობიანად და ჰარმონიულად მიმდინარეობდა. სწორედ ამ ფოტოსურათებისათვის მიიღო მან ვენის ფოტოგრათიული საზოგადოების პრესტიჟული ჯილდო ვერცხლის და ოქროს მედლები, რომლებზედაც გამოსახულია ფოტოგრაფიის სამი გრაცია – განათება, ოპტიკა, ქიმია.
ვოლკმარ ვენცელი
ბალკანეთში მოგზაურობის პერიოდში, როგორც ირკვევა 1908 წ. თფილისშიც ჩამოსულა. მის მიერ აქ გადაღებული 4 ფოტოსურათი აშშ-დან გამოუგზავნა ჩვენ მუზეუმს ფ. ვენცელის შვილმა ვოლკმარმა, მწერალმა და ფოტოგრაფმა, რომელიც თანამშრომლობდა 1937-1985 წლებში ჟურნალ “National Geographic”-ში.
|