English version

გზამკვლევი

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მუზეუმში! იგი ღიაა ყველასთვის, ვინც ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული.
ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარების გზა დაგეროტიპებიდან დღემდე. გააკეთეთ არჩევანი და ყურადღებით დაათვალიერეთ ექსპონატები.
მოხერხებული მენიუ და საძიებელი დაგეხმარებათ ადვილად იპოვოთ თქვენთვის საინტერესო მასალა. განყოფილებაში “XIX საუკუნე” შეიძლება ნახოთ რამდენიმე დაგეროტიპი, გაეცნოთ ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფების შემოქმედებას, ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოებისა და მისი წევრების მოღვაწეობას. ცალკეა წარმოდგენილი არქიტექტურა, პორტრეტები, ქართული ოჯახი, ოჯახური ალბომები.
“საქართველო, 1918-1921 წლები”. დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის წლები.
“საქართველო, 30-იანი წლები”. სოციალიზმის მშენებლობის ეპოქა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
“თანამედროვე ფოტოგრაფიის” განყოფილებაში წარმოდგენილია როგორც ცნობილი, ასევე ახალი თაობის ფოტოგრაფების შემოქმედება. დღეს საქართველოში ფოტოგრაფია პოპულარული საქმიანობა ხდება. იხსნება სასწავლო ცენტრები. შეიმჩნევა ფოტოგრაფიული საქმის ფემინიზაცია.
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეხვდებით ძველი ფოტოგრაფიის კოლექციონერებს. ზოგიერთი მათგანი წარმოდგენილია განყოფილებაში – “ფოტოკოლექციები”.
“ფოტოგრაფებში” განთავსებულია ფოტოგრაფების პორტრეტები, საფირმო შტამპები, მათი ატელიეების ინტერიერები და ფასადები.
მოხარული ვიქნებით, თუკი ჩვენი მუზეუმი თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდება.

Georgian Fonts

HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია